Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი გაეროში გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის და ირანის საფრთხეზე ილაპარაკებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი პირველი მიმართვისას, აპირებს გამოვიდეს მოწოდებით, რომ უფრო მკაცრად მიუდგნენ ჩრდილოეთ კორეას და ირანს. ამის თაობაზე განცხადება გააკეთაგაეროს გენერალურ ასამბლეის დებატებისას თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. გაეროს უშიშროების საბჭომ არაერთხელ დაუწესა სანქციები ფხენიანს მისი ბირთვული პროგრამის და იარაღის გამოცდის გამო. ჩრდილოეთი კორეა გამოვიდა მუქარით, რომ დამატებითი სანქციები კიდევ უფრო დააჩქარებს მისი ბირთვული პროგრამის განვითარებას. ჩინეთი და რუსეთის გამოვიდნენ მოწოდებით მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე. ტრამპი აპირებს შეშფოთება გამოხატოს ირანის თაობაზე, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია ადანაშაულებს, რომ არ მოქმედებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სულისკვეთებით.

XS
SM
MD
LG