Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, რომ ბირთვული ომის საფრთხე, ამ დროისთვის, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, უდიდესია, ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის გახსნისას განაცხადა. გაეროს გენერალური მდივანი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისი პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. ნიუ იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას მან მიმართა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ფიქრადაც არ უნდა გავივლოთო. ის შეეხო სხვა გამოწვევებსაც, რასობრივ უთანასწორობას, მზარდ საერთო უთანასწორობას, კონფლიქტებს, ლტოლვილთა თემას და ჰავის ცვლილებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG