Accessibility links

ტრამპი: ჩრდილოეთი კორეის და ირანის მიმართ მკაცრი ხაზი უნდა გატარდეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის და ირანის მიმართ უფრო მკაცრი ხაზი უნდა გავატაროთო. ტრამპმა გამოთქვა მუქარა, რომ სრულიად გავანადგურებთ ჩრდილოეთ კორეას და დავტოვებთ ბირთვულ შეთანხმებას თეირანთან, თუ გაერო სათანადო რეაგირებას არ მოახდენს მათგან მომავალ საფრთხეზეო. ტრამპის თქმით, ფხენიანი თვითმკვლელობაზე მიდის. დროა, თქვა მან, ჩრდილოეთმა კორეამ შეიგნოს, რომ ატომური განიარაღებაა ერთადერთი მისაღები პერსპექტივა, თქვა ტრამპმა. ირანის შესახებ ტრამპმა განაცხადა, რომ არ უნდა დავუშვათ, რომ თეირანმა, რომელსაც მან „მკვლელი რეჟიმი“ უწოდა, განავითაროს საშიში რაკეტები. ტრამპის თანახმად, დროა, ირანმა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ამერიკელები. ტრამპმა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ მან თქვა, რომ აშშ ვერ შეეგუება შეთანხმებას, თუ ის ბირთვული პროგრამის შესაძლებელ შექმნის საფარს წარმოადგენს. ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთი და ჩინეთი და თქვა, რომ წინ უნდა აღვუდგეთ სუვერენიტეტისთვის შექმნილ საფრთხეს უკრაინიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდეო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG