Accessibility links

ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ხელისუფლების 12 წევრი დააკავა რეფერენდუმის ორგანიზებისთვის


იუწყებიან, რომ ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ხელისუფლების სულ მცირე 12 თანამშრომელი დააკავა, ხოლო რამდენიმე რეგიონული სამინისტროს შენობაში რეიდი ჩაატარა, ცალკეული მოხელეების მონაწილეობის გამო აკრძალული რეფერენდუმის ორგანიზებაში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჰოიმ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მის მთავრობას ურყევი პოზიცია აქვს და არ დაუშვებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას კატალონიაში. „არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დათანხმდება იმას, რაც ამ ხალხს სურს“, - განაცხადა რაჰოიმ და მოუწოდა კატალონიის პრეზიდენტ კარლოს პუიგდემონტს, რათა პატივი სცეს კანონმდებლობას და უარი თქვას გამოყოფაზე. თავის მხრივ, პუიგდემონტმა უკანონო უწოდა პოლიციის რეიდს და ესპანეთის ხელისუფლება დაადანაშაულა რეგიონის ავტონომიის ფაქტობრივ გაუქმებასა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებაში. ესპანეთის მთავრობა 1 ოქტომბრისათვის კატალონიაში დანიშნულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რეფერენდუმის შესახებ. კატალონიის ლიდერები გეგმავენ 48 საათის განმავლობაში მიიღონ დამოუკიდებლობის დეკლარაცია, თუ რეფერენდუმზე გატანილ შეკითხვას -„გსურთ, თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა“, - ამომრჩევლების უმრავლესობა დადებითად უპასუხებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG