Accessibility links

ევროპის საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მისცეს


ევროპის საბჭოს აღმასრულებელმა ორგანომ, მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის უფლებების დარღვევას და მოუწოდა მოსკოვს, ნებართვა მისცეს ნავალნის, ჩაერთოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა 21 სექტემბერს, რომ ნავალნი კვლავაც განიცდის მის მიმართ თვითნებური და უსამართლო განაჩენის შედეგებს მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ თებერვალში, გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი იყო. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა დაწერდა, რომ კომიტეტმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას შეეცადა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ ნავალნის მიმართ ადრე გამოტანილი განაჩენი მას არ აძლევს უფლებას, ჩაერთოს 2018 წლის საპრეზიდენტო კენჭისყრაში, რომელშიც ის ახლანდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეტოქე იქნებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG