Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წაღვერთან მდებარე ტყეში გრძელდება ხანძრის ჩაქრობის პროცესი


ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერთან მდებარე ტყეში გრძელდება 22 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი. მასში მონაწილეობს შსს-ს სტრუქტურების და სატყეო დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელი და 1 ქართული, 1 აზერბაიჯანული და 2 თურქული ვერტმფრენი. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ცეცხლის ღია კერები აღარ არის და ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ზურაბ ალავიძე ვარაუდობს, რომ ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი. ბორჯომის ხეობაში ხანძარი აგვისტოშიც გაჩნდა და დაახლოებით 100 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

XS
SM
MD
LG