Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისთვის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნები და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებებს წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG