Accessibility links

კატალონიაში 340-მდე ადამიანი დაშავდა რეფერენდუმის დროს პოლიციასთან დაპირისპირებისას


კატალონიაში, სადაც იმართება რეფერენდუმი ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის საკითხზე, ასობით ადამიანი დაშავდა, როცა პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა საარჩევნო ურნების კონფისკაციას, რეფერენდუმისათვის ხელის შესაშლელად. ესპანეთის ხელისუფლებას უკანონოდ აქვს გამოცხადებული რეფერენდუმი და მიმართავს ზომებს მის წინააღმდეგ. კატალონიის მთავრობის პრესმდივანმა, ჯორდი ტურულმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს 337 ადამიანი დაშავდა „ესპანეთს სახელმწიფოს ძალადობისას“.

პოლიციელები შეიჭრნენ ზოგ საარჩევნო უბანში, გარდა ამისა რეზინის ტყვიები გამოიყენეს ბარსელონის ცენტრში, რასაც ძალადობრივი დაპირისპირება მოჰყვა. შექმნილ ვითარებას მიიჩნევენ ესპანეთში ბოლო ათწლეულების უმძიმეს კონსტიტუციურ კრიზისად. ტურულის ინფორმაციით, რეფერენდუმისათვის მომზადებული 2300 საარჩევნო უბნიდან ღიაა დაახლოებით სამი მეოთხედი. კატალონიაში 5,3 მილიონამდე ამომრჩეველია, მაგრამ ბევრს, ვინც არ ემხრობა დამოუკიდებლობას, ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს რეფერენდუმში მონაწილეობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG