Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ათასი ბავშვი დაიღუპა და დასახიჩრდა გასულ წელს, საერთაშორისო კონფლიქტებში


გაეროს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 8 ათას ბავშვზე მეტი დაიღუპა ან დაიჭრა მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კონფლიქტებში. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ასობით ბავშვი აღმოჩნდა სექსუალური ძალადობის, სკოლებზე თავდასხმებისა და არმიაში მათი რეკრუტების მსხვერპლი. ასეთ სტატისტიკას „დაუშვებელი“ უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. გაერომ, რომელიც 192 ქვეყანას აერთიანებს, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის აღრიცხვა 2009 წლიდან დაიწყო. 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული გაეროს ანგარიშის თანახმად, ბავშვთა შორის მსხვერპლის რაოდენობით პირველ ადგილზეა ავღანეთი, სადაც გასულ წელს 3 512 ბავშვი დაიღუპა ანდა დასახიჩრდა, რაც 24 პროცენტით მეტია შარშანდელი წლის სტატისტიკასთან შედარებით. იემენში ეს ციფრი 1340-ს უდრის, სირიაში - 1299-ს.

XS
SM
MD
LG