Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა პრეზიდენტის ორი კანონპროექტი


უკრაინის პარლამენტმა, „ვერხოვნა რადამ“ მწვავე დებატებისა და დაპირისპირების ფონზე პირველი მოსმენით დაამტკიცა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტი. ისინი ეხება დონბასში კონფლიქტსა და უკრაინაში ამ რეგიონის რეინტეგრაციას. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარტისტებთან კონფლიქტმა, რომელიც 2014 წლის აპრილიდან გრძელდება, 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის“ შესახებ კანონპროექტში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც „ქვეყანა-აგრესორი“, ხოლო ტერიტორიები, რომელთაც სეპარატისტები აკონტროლებენ, როგორც „ოკუპირებული“. ამ კანონპროექტს მიემხრო უკრაინის პარლამენტი 233 წევრი. დეპუტატები ასევე მიემხრნენ კანონპროექტს „ვითარების მშვიდობიანად მოგვარებისათვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში აუცილებელი პირობების შექმნის შესახებ“. ის ერთი წლით ახანგრძლივებს ძველ კანონს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის საგანგებო სტატუსის შესახებ. კონონპროექტს, რომელსაც 229 დეპუტატი მიემხრო, ეწინააღმდეგებიან ფრაქციები „ბატკივშჩინა“ და „სამოპომოშჩი“, აგრეთვე ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ დიდი ნაწილი. "სამოპომოშჩმა" დოკუმენტს "უკრაინის კაპიტულაცია" უწოდა. მწვავე დებატებისა და პარლამენტარებს შორის დაპირისპირების დროს დარბაზში კვამლის ყუმბარა ააფეთქეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG