Accessibility links

ბარსელონაში ათი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა სეპარატიზმი


ბარსელონის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა და გააპროტესტა რეგიონული მთავრობის მცდელობა კატალონია გამოეყოს დანარჩენ ესპანეთს. დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი იყო ჯგუფი სახელად კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება - რომელიც აცხადებს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 950 000-მა მოქალაქემ. თუმცა, არის ცნობები, რომ ბევრი დემონსტრანტი ბარსელონაში მადრიდიდან ჩავიდა. კატალონიაში ერთი კვირის წინ ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს არ ცნობენ ცენტრალური მთავრობა და უზენაესი სასამართლო. კატალონიის მთავრობა ამბობს, რომ დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კატალონიას არ მისცემს გამოყოფის საშუალებას - "ესპანეთი არ დაიყოფა და ერის ერთიანობა შენარჩუნდებაო", განაცხადა რახოიმ. მისი თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ შესაძლოა გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლებამოსილება და გააუქმოს კატალონიის ავტონომია. კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლის დაახლოებით 90-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი გამოყოფას. რეფერნდუმზე აქტივობამ შეადგინა რეგისტრირებული 5.34 მილიონი ამომრჩევლის დაახლოებით 42 პროცენტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG