Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით გაიზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4,5%, ხოლო დეფლატორის პროგნოზი 3,5%-ია. ამავე დოკუმენტის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. საპარლამენტო კომიტეტები მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტს 9, 10 და 11 ოქტომბერს განიხილავენ. 12 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ საპარლამენტო ფრაქციები, „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტები“ და საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა. 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გამართავს შემაჯამებელ სხდომას, რომლის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი მთავრობას დაუბრუნდება პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით.

XS
SM
MD
LG