Accessibility links

პოლიციამ ორი პირი დააკავა თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე


პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 2 პირი დააკავა თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე - ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს დაუდასტურეს საქართველოს შსს-ში. საკრებულოს შენობასთან მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან კავშირის მქონე კომპანიებისთვის მიწის ორი ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემას, რასაც საკრებულომ კენჭი დღეს უნდა უყაროს. თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და ნიკა მელია. მათი განცხადებით, პოლიციას არ აქვს უფლება პარლამენტის წევრებს შეუზღუდოს საკრებულოში თავისუფლად შესვლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG