Accessibility links

ტუსკი მოუწოდებს პუჩდემონს არ გამოაცხადოს კატალონიის დამოუკიდებლობა


ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი მოუწოდებს კატალონიის ლიდერ, კარლეს პუჩდემონს, რათა არ გამოაცხადოს კატალონიის დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. სამშაბათს ევროკავშირის რეგიონული ერთიანობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, ტუსკმა პირადად მიმართა კატალონიის ლიდერს, რომ დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია და არ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელს გახდიდა დიალოგს მადრიდთან. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა მოუწოდა ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, მარიანო რახოის, გამოძებნოს გზები, კატალონიის გარშემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. უფრო ადრე, კატალონიის დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების წინაააღმდეგ გამოვიდნენ გერმანია და საფრანგეთი. კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი დღეს სიტყვით მიმართავს რეგიონის პარლამენტს, რომლის შენობაც ბარსელონაში პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. მადრიდში შიშობენ, რომ კატალონიის საკანონმდებლო ორგანო, ევროპის დროით 18:00 საათზე, კენჭს უყრის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც დაეფუძნება 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG