Accessibility links

ევროპარლამენტის კომიტეტი მხარს უჭერს ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დაახლოებას


ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოდის მოწოდებით, გამკაცრდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ევროკავშირთან დააახლოებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამ ქვეყანას: საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას. ევროკავშირს სამივესთან აქვს გაფორმებული ასოცირების შეთანხმებები. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ახალ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა 10 ოქტომბერს - ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტამდე თვენახევრით ადრე. სამიტს 24 ნოემბერს უმასპინძლებს ბრიუსელი. კომიტეტის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსიას. ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში შესულია რეკომენდაციები, შემუშავდეს „მომხიბვლელი, გრძელვადიანი მოდელი: აღმოსავლეთის პარტნიორობა-პლუსი“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც უკვე გააფორმეს ასოცირების შეთანხმებები. ხოლო ამ მოდელით თანამშრომლობას შესაძლოა მოჰყვეს გაწევრიანება „საბაჟო კავშირში, ენერგეტიკის კავშირში, დიგიტალურ კავშირში და შენგენის ზონაში.“ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმებები არ წარმოადგენს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის საბოლოო მიზანს ევროკავშირთან ურთიერთობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG