Accessibility links

კატალონიის ლიდერი: რეგიონმა მოიპოვა დამოუკიდებლობის უფლება


კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით,, ესპანეთის ამ რეგიონმა 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგად მოიპოვა დამოუკიდებლობის უფლება. მაგრამ 10 ოქტომბრის საღამოს კატალონიის პარლამენტში გამოსვლისას, პუჩდემონმა აღნიშნა ასევე, რომ სურს დამოუკიდებლობა გამოცხადდეს მადრიდთან ამ საკითხზე შეთანხმების შემდეგ. რეფერენდუმს, რომელშიც მონაწილეთა 90%-ზე მეტი მიემხრო დამოუკიდებლობას, უკანონოდ მიიჩნევენ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. კატალონიის ლიდერმა ერთი საათით დააყოვნა პარლამენტში გამოსვლა - როგორც იუწყებიან, მან კონსულტაცია გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG