Accessibility links

ბათუმი თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს


ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენცია. მისი თემებია, ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოსა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის მომხსენებლთა შორის არიან ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის და თურქეთის თავდაცვის მინისტრები, რაიმონდს ბერგმანისი და ნურეთინ ჯანიქლი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე, მაიკლ კარპენტერი. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენცია თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG