Accessibility links

50-მდე გაიზარდა მოგადიშოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


პოლიციის ცნობით ორმოცდაათამდე გაიზარდა სომალის დედაქალაქში 14 ოქტომბერს მომხდარი მასშტაბური ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დიდ მსხვერპლი მოჰყვა ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მოგადიშუს ხალხმრავალ რაიონში, სადაც სამთავრობო ოფისები, სასტუმროები და რესტორნები მდებარეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ტერაქტის უკან ალ-ყაიდის ადგილობრივი ფილიალი უნდა იდგეს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ აბდულა მოჰამედმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და მოუწოდა სომალის მოსახლეობას, გაიღონ სისხლი იმ დაჭრილების გადასარჩენად, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG