Accessibility links

პაკისტანმა დეპორტაცია უყო თურქ მასწავლებელს ოჯახთან ერთად


პაკისტანმა დეპორტაცია უყო თურქ მასწავლებელს, "პაკთურქის" კერძო სკოლების ქსელის ყოფილ დირექტორს, მის ოჯახთან ერთად. ამ ინფორმაციას ავრცელებენ მისი ყოფილი კოლეგები და ადვოკატი. სკოლის მუშაკების თქმით, მესუტ კაჯმაზი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი პაკისტანიდან თვითმფრინავით გააფრინეს, მას შემდეგ, რაც სექტემბერში დააკავეს აღმოსავლეთის ქალაქ ლაჰორში. პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ლაპარაკობდა, სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ ისინი თურქეთში ჩაიყვანეს. "ეს თურქი ოჯახი უშიშროების მუშაკებმა დააკავეს" - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოჯახი თურქეთიდან ისლამაბადში გააფრინეს საგანგებო თვითმფრინავით, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ იყო გამოგზავნილი. თურქეთი აცხადებს, რომ სკოლათა ქსელს კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან, აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირთან, რომელსაც ანკარა ბრალს სდებს 2016 წლის ივლისში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. სკოლების ქსელი უარყოფს კავშირს გიულენთან - რომელიც, თავის მხრივ, უარყოფს მონაწილეობას არშემდგარ გადატრიალებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG