Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს


კიევი, 2017 წლის 17 ოქტომბერი: მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციაზე უკრაინის პარლამენტთან, ვერხოვნა რადასთან
კიევი, 2017 წლის 17 ოქტომბერი: მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციაზე უკრაინის პარლამენტთან, ვერხოვნა რადასთან

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. ამ მოწოდებით სააკაშვილი გამოვიდა 17 ოქტომბერს კიევში, უკრაინის პარლამენტთან გამართულ მიტინგზე. სააკაშვილის თქმით, მიტინგი, შესაძლოა, გადაიზარდოს უვადო აქციაში, თუ პარლამენტი დღის ბოლომდე არ მიიღებს კანონს დეპუტატების საპარლამენტო იმუნიტეტის გასაუქმებლად. დემონსტრანტების დანარჩენ მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა. ორგანიზატორების თქმით, მიტინგში მონაწილეობს 5000-ზე მეტი ადამიანი. აქციები ტარდება უკრაინის სხვა ქალაქებშიც. სააკაშვილის ორგანიზაცია „ახალ ძალთა მოძრაობის“ გარდა, საპროტესტო აქციებს ემხრობა ათამდე პოლიტიკური ძალა. კიევის ცენტრში მობილიზებული 3,5 ათასამდე სამართალდამცველი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტში 17 ოქტომბრის დილას შეიტანა კანონპროექტი დეპუტატების იმუნიტეტის გასაუქმებლად. წელს ივლისში სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, 10 სექტემბერს ის პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს ამ ქმედებას.

XS
SM
MD
LG