Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მოქანდაკე გიორგი ოჩიაური


გიორგი ოჩიაური საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, 2012 წლის 24 ოქტომბერი
გიორგი ოჩიაური საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, 2012 წლის 24 ოქტომბერი

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მოქანდაკე, გიორგი ოჩიაური. ის 1927 წლის 10 იანვარს დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი და წლების განმავლობაში იყო ამავე აკადემიის პროფესორი და ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი. გიორგი ოჩიაური 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

XS
SM
MD
LG