Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის სამიტის წინ, მეი ამშვიდებს ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, რომელიც ევროპელი ლიდერების ორდღიან სამიტში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება იოლი იქნება ბრიტანეთში დარჩენა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა დატოვებს ბლოკს. ევროკავშირის მოქალაქეებისადმი მიწერილ ღია წერილში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მეი ამბობს, რომ ბინადრობის სტატუს დიგიტალურად ამოქმედდება და ეს პროცესი "რაც შეიძლება იაფი" ეღირება. ამასთან, მეის თქმით, ლონდონი და ევროკავშირი ახლოს არიან მოქალაქეების უფლებებისთვის შეთანხმების მიღწევისგან. ბრიუსელში მეი ხვდება ბლოკის დანარჩენი 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც შეაფასებენ ბრექსიტის ფარგლებში ამ ეტაპამდე გამართულ მოლაპარაკებებს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ამ სამიტზე "გარღვევა" არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თვისებრივი წინსვლა შესაძლოა იყოს დეკემბერში დანიშნულ კიდევ ერთ შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG