Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი პესიმისტურად უყურებს აშშ-სთან ორმხრივ მოლაპარაკებას უსაფრთხოებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მსოფლიოს არ უნდა ჰქონდეს ახლო მომავალში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის მოლოდინი რუსეთსა და აშშ-ს შორის სტაბილურობის საკითხებზე სტრატეგიული მოლაპარაკების მიმართ. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას, ლავროვმა "ჩიხური" უწოდა ვითარებას 1987 წელს მიღწეული, საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულების გარშემო - მისი თქმით, ვაშინგტონი უარს ამბობს ნათელი მოჰფინოს თავის ბრალდებებს, რომ რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია. ლავროვის თქმით, მოსკოვს თავადაც აშფოთებს აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულების შესაძლო დარღვევა. ლავროვის განცხადებებს ერთი დღით უძღოდა წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ სოჭში წარმოთქმული სიტვები - რომ მოსკოვი "მყისიერ და სიმეტრიულ" პასუხს გასცემს აშშ-ის მხრიდან ამ ხელშეკრულებიდან გასვლას. ლავროვის თქმით, რუსეთი "სკეპტიკურად" უყურებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების ფარგლებში აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკების გაგრძელებას. ამის ნაცვლად, ლავროვი გამოვიდა ბირთვული განიარაღების მოლაპარაკების ფორმატის გაფართოების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG