Accessibility links

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, თბილისში არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო დარღვევით


საარჩევნო უბანი თბილისში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაადანაშაულა არჩევნების ფარულობის პრინციპის დარღვევაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, თბილისში არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო დარღვევით. ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თავს ადგანან კომისიის წევრებს და რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომერს. „ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია „ქართული ოცნების“ მიერ და ამის მიზანია მოხდეს აღრიცხვა, თუ ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მისცეს თუ არა მათ ხმა და ვინც არ მოსულა ისინი იძულებით მოიყვანონ არჩევნებზე. ეს არის არჩევნების ფარულობის უხეში დარღვევა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. მან ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდა, საჯაროდ გამოხატოს პოზიცია მსგავს დარღვევაზე. ლევან ბეჟაშვილმა ამომრჩევლებს მიმართა, რომ საარჩევნო უბანზე ვერავინ დაადგენს, თუ ვის მისცეს ხმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG