Accessibility links

აშშ-ის მედია: მალე დაიწყება არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილების დაკავება


აშშ-ის საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი

აშშ-ის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შესაძლოა 30 ოქტომბრიდან დაიწყოს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილების დაკავება. რუსეთის ჩარევის ბრალდებას იძიებს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მოქმედი გუნდი. მედიასაშულებებმა - ჯერ სიენენმა, შემდეგ კი ენბისიმ, როიტერსმა და სხვებმა - გასულ კვირაში გაავრცელეს ცნობა, რომ პირველ ბრალდებას უყენებენ პირს, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ სახელდება. ვარაუდობენ, რომ 30 ოქტომბერს გაკეთდება ოფიციალური განცხადება ბრალდების შესახებ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რობერტ მიულერს დაავალა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდთან შესაძლო კავშირების გამოძიება. ტრამპს არაერთხელ უარუყვია საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან მოლაპარაკების ბრალდება და კრემლიც გადაჭრით უარყოფს, რომ ჩაერია აშშ-ის საარჩევნო პროცესში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG