Accessibility links

პოლ მანაფორტი სამართალდამცველებს ჩაბარდა


პოლ მანაფორტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი, ჩაბარდა სამართალდამცველებს საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიებას ატარებს საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ და „სიენენი“ იტყობინებიან ანონიმ წყაროზე დაყრდნობით, მანაფორტის გარდა სამართალდამცველებს ჩაბარდა მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რიკ გეიტსიც. ბრალდებების დეტალებზე ჯერ არაფერს იუწყებიან. მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას და გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდა დიდი თანხა უკრაინის ყოფილი, პრომოსკოვური მთავრობისაგან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG