ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუჩდემონს და მისი ადმინისტრაციის და პარლამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან. მადრიდის მიერ გასულ კვირაში დათხოვნილი ადგილობრივი მთავრობის და პარლამენტის წევრებს ბრალად ედება სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება და საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენება. ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა, ხოსე მანუელ მასამ სასამართლოს მიმართა, ბრალდებულები ჩვენების მისაცემად გამოიძახოს. ესპანეთის მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა 27 ოქტომბერს დაამყარა და ადგილობრივი ხელისუფლება დაითხოვა მას შემდეგ, რაც რეგიონულმა პარლამენტმა კატალონია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.
მადრიდმა კატალონიელ პოლიტიკოსებს ბრალი წაუყენა
ყველაზე პოპულარული
1