Accessibility links

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა


ნინო ბურჯანაძე

მოსკოვში გაემგზავრა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აცნობა, რომ ამჯერად, ვიზიტი არაოფიციალურია, აქტიური ურთიერთობა ექნება რუსულ მედიასაშუალებებთან და მონაწილეობას მიიღებს სატელევიზიო თოქ-შოუებში. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა, ბუნებრივია, გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა 2016 წლის აგვისტოშიც. მაშინ ნინო ბურჯანაძე რუსეთის დუმის სპიკერს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG