Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" ნიუ-იორკის თავდასხმაში ეჭვმიტანილი თავის ჯარისკაცად გამოაცხადა


ნიუ-იორკის პროკურატურამ საიფულო საიპოვს ბრალი 1 ნოემბერს წაუყენა
ნიუ-იორკის პროკურატურამ საიფულო საიპოვს ბრალი 1 ნოემბერს წაუყენა

რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ხალიფატის ჯარისკაცად გამოაცხადა 29 წლის საიფულო საიპოვი, რომელიც ბრალდებულია ნიუ-იორკში, 31 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაში. ექსტრემისტების გაზეთმა, „ალ-ნაბამ“ დაწერა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი ნიუ-იორკის ქუჩაზე თავს დაესხა ჯვაროსნებს. 1 ნოემბერს, ნიუ-იორკის პროკურატურამ უზბეკეთის მოქალაქეს, საიფულო საიპოვს ბრალი წაუყენა 8 ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში. პროკურატურის ინფორმაციით, საიპოვმა დაკითხვისას განაცხადა, რომ შთაგონებულია ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებით და სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. 31 ოქტომბერს, საიპოვი მანჰეტენზე ავტომანქანით შეეჯახა ჯერ ველობილიკზე მიმავალ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს. დაიღუპა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. ავტომანქანიდან გადმოსულ საიპოვს პოლიციელმა ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც თავდამსხმელი დააკავეს. საიპოვმა დაკითხვისას განაცხადა, რომ სურს საავადმყოფოს პალატასთან გამოფინოს ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა. საიფულო საიპოვი უზბეკეთიდან აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა და ბინადრობის უფლებით სარგებლობდა.

XS
SM
MD
LG