Accessibility links

საუდის არაბეთში რამდენიმე მინისტრი გადააყენეს კორუფციის ბრალდებით


საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თანამდებობიდან დაითხოვა რამდენიმe წამყვანი უწყების ხელმძღვანელი, რაც მისი მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბენ სალმანის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში შექმნილმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო კომიტეტმა 11 პრინცი, 4 მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დაპატიმრა. საუდის არაბეთiს მეფე სალმანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, არ იყო მითითებული ყველა დაპატიმრებულის სახელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებულთა შორის არის მილიარდერი ალვალიდ ბინ ტალადი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი იბრაგიმ ალ-ასააფი. საუდის არაბეთის 81 წლის მეფემ ახალი მინისტრები დანიშნა ორ წამყვან უწყებაში, ეკონომიკისა და შიდა უსაფრთხოების სამინისტროებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG