Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი ირანს "სამხედრო აგრესიაში" სდებს ბრალს, შიიტი მეამბოხეების მიერ რაკეტის გაშვების გამო


საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია ირანს სდებს ბრალს იემენელი შიიტი მეამბოხეების მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში რიადის მიმართულებით. კოალიცია გამოდის გაფრთხილებით, რომ ეს, შესაძლოა, "საომარ აქტად" იყოს მიჩნეული და ის იტოვებს პასუხის გაცემის უფლებას. 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია ამბობს "ირანის როლი და ჰუთიტებთან მისი პირდაპირი კავშირი წარმოადგენს აგრესიის მკაფიო აქტს, რომელიც მიზანში იღებს მეზობელ ქვეყნებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და გლობალურად." კოალიციამ 6 ნოემბერს დახურა იემენთან სახმელეთო, საზღვარო და საჰაერო დამაკავშირებელი გზები, მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ბალისტიკურმა რაკეტამ მიზანში რიადი ამოიღო. თუმცა, კოალიცია ამბობს, რომ გაითვალისწინებს ჰუმანიტარული ჯგუფების სამუშაოს.

XS
SM
MD
LG