Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 20-ზე მეტი ულტრამემარცხენე ნაციონალისტი


სანქტ-პეტერბურგი, 2017 წლის 6 ნოემბერი: პოლიცია აკავებს ულტრამემარცხენე ნაციონალისტთა აქციის მონაწილეებს
სანქტ-პეტერბურგი, 2017 წლის 6 ნოემბერი: პოლიცია აკავებს ულტრამემარცხენე ნაციონალისტთა აქციის მონაწილეებს

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 20-ზე მეტი ულტრამემარცხენე ნაციონალისტი, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის მცდელობისას. ულტრამემარცხენე ოპოზიციურმა პარტია „სხვა რუსეთმა“, რომელსაც სათავეში უდგას ედუარდ ლიმონოვო, ათობით მომხრე შეკრიბა ცენტრალურ ნევსკის პროსპექტზე ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავის აღსანიშნავად. აქციის ზოგმა მონაწილემ ერთ-ერთი შენობის სახურავზე გაშალა დიდი ბანერი ლენინისადმი მოწოდებით, გაიღვიძეო. პოლიციამ მიტინგი დაშალა და 23 აქტივისტი დააკავა. ედუარდ ლიმონოვს არ მიუღია მონაწილეობა აქციაში.

XS
SM
MD
LG