Accessibility links

ემირ კუსტურიცა გახდა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი"


ემირ კუსტურიცა

სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ კამპანიას „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ და ამის გამო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მას მიანიჭეს „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის“ წოდება. კუსტურიცა გამოეხმაურა UNESCO-სადმი აფხაზების ვიდეომიმართვას, რომელშიც ავტორები გაეროს სთხოვენ, დაიცვას და დაეხმაროს იზოლაციაში მოქცეულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, რომელსაც, მათი თქმით, 1992-1993 წლებში საფრთხე შეუქმნეს ქართველებმა. კუსტურიცას თქმით, მსოფლიომ ეს მხარე ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს, რადგან აფხაზეთი ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG