Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ თანხმდება სირიაში მომწამვლელი აირით თავდასხმის გამოძიების განახლებას


2017 წლის 4 აპრილს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა თავდასხმისას, რომლის დროსაც მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენეს
2017 წლის 4 აპრილს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა თავდასხმისას, რომლის დროსაც მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენეს

რუსეთმა 7 ნოემბერს უარყო გაეროს საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში, რომელშიც სირიის მთავრობას ადანაშაულებენ მომწამვლელი გაზით, ზარინით თავდასხმის მოწყობაში. რუსეთის ამ ნაბიჯის გამო ვარაუდობენ, რომ ის არ დათანხმდება საგამოძიებო ჯგუფის მანდატის გახანგრძლივებას. მანდატის ვადა მომავალ კვირაში ამოიწურება. 24 ოქტომბერს რუსეთმა ვეტო გამოიყენა, რათა დაებლოკა აშშ-ის ინიციატივა გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორკანიზაციის ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის მოქმედების გასაგრძელებლად. მას შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს გამოძიებისათვის დამატებით ექვსი თვის მიცემას, მაგრამ საგამოძიებო ჯგუფის მანდატში ცვლილებების შეტანის შემდეგ. გაეროში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ საფრონკოვმა 7 ნოემბერს გააკრიტიკა საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში „შეცდომებისა და სისტემური პრობლემების“ გამო. ამ ანგარიშის თანახმად, სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აპრილში მოწყობილი თავდასხმისას გამოიყენეს მომწამვლელი გაზი, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხან შეიხუნში. აშშ და მისი მოკავშირეები ანგარიშს საფუძვლიანად მიიჩნევენ და გაეროს საგამოძიებო მისიის განახლებას მოითხოვენ. რუსეთი არის სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი მოკავშირე ექვსი წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომში.

XS
SM
MD
LG