Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი: ევროპის ინტერესებშია, რომ ევროკავშირის კარი ღია დარჩეს ახალი წევრებისათვის


პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, ანჯეი დუდა და გიორგი მარგველაშვილი (ფოტო არქივიდან)
პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, ანჯეი დუდა და გიორგი მარგველაშვილი (ფოტო არქივიდან)

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას აზრით, მისი ქვეყნისა და, ზოგადად, ევროპის ინტერესებშია, რომ ევროკავშირის კარი ღია დარჩეს ახალი წევრებისათვის. ეს განცხადება დუდამ გააკეთა ვარშავაში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. დუდას აზრით, ბრექსიტი მნიშვნელოვნად ასუსტებს ევროკავშირს, მაგრამ თუ ევროკავშირის რეაქცია იქნება კარის ჩაკეტვა ახალი წევრებისათვის, ეს უნდა მივიჩნიოთ ევროკავშირის „დასასრულის დასაწყისად“. ამიტომ პოლონეთის პრეზიდენტს სჯერა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში შემავალ ქვეყნებს, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება, უნდა შესთავაზონ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ორმა პრეზიდენტმა ისაუბრა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 24 ნოემბრის სამიტისათვის მზადებაზე და განიხილა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 7-9 ნოემბერს სტუმრობს პოლონეთს, მადლობა გადაუხადა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ საქართველოს მხარდაჭერისათვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მარგველაშვილმა ანდჟეი დუდა მიიწვია 2018 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე.

XS
SM
MD
LG