Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერი კატალონიელებს მოუწოდებს არჩევნებით სეპარატისტები განდევნონ პარლამენტიდან


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი კატალონიელებს მოუწოდებს მომავალ თვეში დანიშნული, ვადამდელი არჩევნებით რეგიონის პარლამენტიდან განდევნონ სეპარატისტები. ბარსელონაში წინასაარჩევნო ვიზიტით მყოფმა რახოიმ 12 ნოემბერს მიმართა "ჩუმ უმრავლესობას", რომლებმაც, მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობით თავიანთი ხმა ბიულეტენით უნდა გამოხატონ. ეს რახოის პირველი ვიზიტია კატალონიაში მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ მისმა მთავრობამ ამ ჩრდილოაღმოსავლეთის რეგიონს პირდაპირი მმართველობა დაუწესა. დააკავეს კატალონიის რამდენიმე სეპარატისტი ლიდერი, რეგიონის ხელისუფლების მიერ გასულ თვეში დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების გამო. მათ ბრალად ედებათ ამბოხებისკენ მოწოდება, ამბოხება და საჯარო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. 11 ნოემბერს ბარსელონის ქუჩებში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის ფარგლებშიც 750 000-მდე მოქალაქემ მოითხოვა ციხიდან მათი გათავისუფლება. მდიდარმა რეგიონმა, კატალონიამ, ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 27 ოქტომბერს, რეფერენდუმის შემდეგ - რომელსაც მადრიდის ხელისუფლებამ უკანონო უწოდა. ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ დროებით გააუქმა რეგონის ავტონომია, დაითხოვა კატალონიის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი და სხვა ოფიციალური პირები და ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

XS
SM
MD
LG