Accessibility links

იზრდება ირანი-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


7,3 მაგნიტუდის მიწისძვრას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში

328-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ირანში, სადაც 12 ნოემბერს, საღამოს მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 2500-ზე მეტი ადამიანი. 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ირანი-ერაყის საზღვართან მდებარეობდა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქერმანშაჰის პროვინციაში. სტიქიის ზონაში, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერაყის ერბილის, ხალაბჯის და დოხუკის პროვინციებშიც, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ. ერაყის ხელისუფალთა ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG