Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: ევროკავშირი ცდილობს, ხელი ააღებინოს რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის აზრით, ევროკავშირის მცდელობები, შემოიღოს ახალი წესები, რომლებიც ეხება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტსაც, როგორც ჩანს, ემსახურება პროექტის განხორციელების გართულებას, ან მოსკოვის იძულებას, ხელი აიღოს მასზე. მედვედევმა ეს შეფასება გამოთქვა ჟურნალისტებთან საუბრისას 14 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, განავრცოს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი წესების მოქმედება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზეც. ამ პროექტით, რუსეთის ბუნებრივი აირი 1200-კილომეტრიანი მილსადენით უნდა მიეწოდოს გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით. ევროკომისია გასულ კვირაში გამოვიდა ინიციატივით ახალ წესებზე, რომლებიც ეხება ევროკავშირში შემავალ ყველა გაზსადენს. ამ წესებით, ყველა დიდი გაზსადენის შემთხვევაში, საჭიროა დაცულ იქნეს ევროკავშირში მოქმედი წესები გამჭვირვალობის, მისაწვდომობისა და ქმედითუნარიანობის შესახებ. 8 ნოემბერს ამ ახალი წინადადებით გამოსვლისას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფცოვიჩმა „სადავო პროექტი“ უწოდა „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს. პროექტის განხორციელება შეჩერებულია 2015 წლიდან - მას შემდეგ, რაც ის რამდენიმე ქვეყანამ გააკრიტიკა რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების გაძლიერების საფრთხის გამო.

XS
SM
MD
LG