Accessibility links

რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი უცხოეთის მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადების შესახებ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლის“ შეფასებით, ეს ზომა „სერიოზულ დარტყმას“ მიაყენებს მედიის თავისუფლებას რუსეთში.15 ნოემბერს კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა კანონპროექტს უწოდა „სიმეტრიული პასუხი“ ზეწოლაზე, რომელსაც, მისი თქმით, აშშ ახორციელებს რუს ჟურნალისტებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიეკუთვნება მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსი ოფიციალური პირების თქმით, ახალი კანონით შესაძლოა გამოცხადდეს "უცხოეთის აგენტებად". რადიო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სათათბიროს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის მოქმედების შესაბამის საპასუხო ზომად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG