Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ესპანეთის ბრალდებას კატალონიის რეფერენდუმში სავარაუდო ჩარევის შესახებ


ესპანეთის თავდაცვის მინისტრი, მარია დოლორეს დე კოსპედალი
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი, მარია დოლორეს დე კოსპედალი

რუსეთმა უარყო ესპანეთის ლიდერების ბრალდება, რომ, სავარაუდოდ, ავრცელებდა „დეზინფორმაციას“, რომელმაც ხელი შეუწყო კრიზისის გამწვავებას კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გარშემო. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ესპანეთის ხელისუფლებას, ნატოს და გაზეთებს არ მოუყვანიათ არც ერთი ღირებული არგუმენტი“ ამ ბრალდების გასამყარებლად. დასავლეთის ლიდერები და დაზვერვის უწყებები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რუსეთი ატარებდა გასაიდუმლოებულ კამპანიებს „განხეთქილების დასათესად“ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად დასავლეთში ბოლოხანს ჩატარებული კენჭისყრების დროს. ამ კენჭისყრებს შორის, სავარაუდოდ, იყო აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც. ესპანეთის ლიდერებმა 14 ნოემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა შესაძლოა მიმართა „დეზინფორმაციასა“ და საზოგადოებრივი აზრის „მანიპულაციას“ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, დოლორეს დე კოსპედალმა განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, დასტურდება, რომ კატალონიაში რეფერენდუმის დროს სოციალურ მედიაში მრავალი კომენტარი ვრცელდებოდა „რუსეთის ტერიტორიიდან“, თუმცა დადასტურებული არ არის რუსეთის მთავრობასთან ასეთი აქტიურობის კავშირი.

XS
SM
MD
LG