Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან აძევებენ მიხეილ სააკაშვილის კიდევ რამდენიმე მომხრეს


უკრაინის ხელისუფლება ქვეყნიდან აძევებს ოპოზიციური პარტია "ახალი ძალების რუხის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, მომხრე რამდენიმე საქართველოს მოქალაქეს. ამის შესახებ უკრაინულ საინფორმაციო პორტალ "უკრაინსკა პრავდას" აცნობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, იური დერევიანკომ. "საქართველოს მოქალაქეები თამაზ შავშიშვილი, ზურაბ ცინცაძე, ვანო ნადირაძე და მამუკა აბაშიძე გაიტაცეს და მიყვანილი ჰყავთ "ჟიულიანის" აეროპორტში", - განუცხადა სააგენტოს უკრიანელმა დეპუტატმა. დერევიანკოს ცნობით, უკრიანელი სამართალდამცველები აპირებენ "შეყარონ" ისინი უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ თვითმფრინავში და მოახდინონ მათი უკანონო დეპორტაცია საქართველოში. თავისი მომხრეების, მათ შორის საქართველოს პრეზდენტობის დროს მისი პირადი ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის დაკავებას ფეისბუკით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლება "ნადირობს იმ ხალხზე, ვინც რუსეთს ებრძვის. "

XS
SM
MD
LG