Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ძველიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ძველიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:46:06 0:00

21 ნოემბერს აღინიშნება ტელევიზიის მსოფლიო დღე. რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ტელევიზიაზე საქართველოში, ტელემაუწყებლობის გამოწვევებზე და ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივებზე, რომლებიც მაუწყებლობას ეხება. ნატა ძველიშვილი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ინიციატივებსაც. აგრეთვე შეეხო ანალოგურიდან ციფრული მაუწყებლობის სისტემაზე გადასვლის გამოწვევებს. 20 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე. ინიციატივა ეხება მაუწყებლის საქმიანობის იმ ნაწილის გადასვლას კანონით რეგულაციის სფეროში, რაც დღეს თვითრეგულაციის საგანია და მაუწყებლობის შინაარსს ეხება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თვლის, რომ "მაუწყებლობის შესახებ კანონის" 56-ე მუხლით განსაზღვრული პროგრამული ვალდებულებები თვითრეგულაციის სფეროში უნდა დარჩეს, "რადგან პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე, ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ვინაიდან კომისიას შეეძლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს თუ რომელი გადაცემა, რესპონდენტის გამონათქვამი ახდენს ადამიანის დისკრიმინაციას რომელიმე ნიშნით". ამასთან, ნატა ძველიშვილი თვლის, რომ საჭიროა თვითრეგულაციის ორგანოების გააქტიურება და გაფართოება - მაგალითად, დარღვევაზე მიმართვა და მითითება არა მხოლოდ დაინტერესებულ პირს (ვისზეც უშუალო გავლენა მოახდინა პროგრამამ), არამედ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს.

XS
SM
MD
LG