Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია სავარაუდო ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს


სპეცოპერაციის რაიონი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. 2017 წლის 22 ნოემბერი
სპეცოპერაციის რაიონი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. 2017 წლის 22 ნოემბერი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, პირები, რომელთა დასაკავებლად თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები - ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა სუს-ის პრესმდივანმა, ნინო გიორგობიანმა. მისი ინფორმაციით, 1 პირი დაკავებულია, დანარჩენების დასაკავებლად კი სპეცოპერაცია გრძელდება. ნინო გიორგობიანის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები, ოპერაციის საწყის ეტაპზე რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რათა ისინი სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ, რაზეც უარი განაცხადეს, ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, დაიჭრა სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის იდენტიფიკაცია და მათი სავარაუდო, დანაშაულებრივი კავშირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალი მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება.

XS
SM
MD
LG