Accessibility links

კორპუსში სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობას კვლავ არ უშვებენ


სპეცოპერაციის მსვლელობა თბილისში, 22 ნოემბერი, 2017 წ.

გაბრიელ სალოსის გამზირზე, იმ კორპუსის სადარბაზოში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობას კვლავ არ უშვებენ. სავარაუდოდ, პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ექსპერტ-კრიმინალისტები არ დაასრულებენ მუშაობას და თბილისის მერიის ექსპერტები არ შეისწავლიან რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება. სპეცოპერაციის ადგილზე კვლავ რჩებიან სპეცრაზმის თანამშრომლები. მიმდებარე ტერიტორია ისევ შემოსაზღვრულია ლენტით. 83 მოქალაქე, რომელთა ბინები სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, ამ ეტაპზე დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ ისნის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, დაბინავებულია 18 ოჯახი, საერთო ჯამში კი 83 პირი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG