Accessibility links

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა


სპეცოპერაცია თბილისში. 22 ნოემბერი, 2017 წ.

ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც 21 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ. მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სამ ტერორისტთან ერთად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცხოვრობდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მას დაკავებისას აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები: ”საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ს. დ.-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი რუსეთის მოქალაქეა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციამდე მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG