Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლეოგრანდის" მფლობელი უარყოფს სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას


სასტუმრო "ლეოგრანდი"
სასტუმრო "ლეოგრანდი"

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა სასტუმროს მფლობელმა, თურქეთის მოქალაქემ ეროლ ავგორენმა. მან 27 ნოემბერს, ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2015 წელს გახსნილი სასტუმრო სრულად აკმაყოფილებდა უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც იმ პერიოდში იყო დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით. ავგორენმა უარყო, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის „ლეოგრანდი“ დაჯარიმებული იყო. თუმცა, სასტუმროს იურისტმა, კახა წერეთელმა 27 ნოემბერს, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ცეცხლმქრობების და საევაკუაციო გეგმის არარსებობის გამო, წელს ზაფხულში „ლეოგრანდი“ 100 ლარით დააჯარიმეს. ამასთან, წერეთელმა აღნიშნა, რომ დაჯარიმების შემდეგ სასტუმრომ მითითება შეასრულა. „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG