Accessibility links

თბილისის მერმა რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა


კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაწყვიტა გააუქმოს მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭო. 29 ნოემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში, ე.წ. ზონალური საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მომატების შესახებ. კახა კალაძის თქმით, დაწყებულია სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მოიცავს ურბანული პოლიტიკის განვითარებას და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნასაც. „ამ პროცესის დასრულებამდე ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ ჩემი პირადი კონტროლით“ - განაცხადა თბილისის მერმა. მისი გადაწყვეტილებით, გაუქმდება დედაქალაქის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც. კალაძის შეფასებით,კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ მერიის შესაბამისი სამსახურები. კახა კალაძემ ასევე, აღნიშნა, რომ მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ კომპანიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სამუშაოების არასწორად წარმოებაში. კალაძემ მაგალითად მოიყვანა სპორტის სასახლესთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ხეების მოასფალტება. თბილისის მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახანძრო უსაფრთხოებასაც, სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან და წესების დარღვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. კახა კალაძის თქმით, მაქსიმალური ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხსაც და მიღებული იქნება მკაცრი ზომები.


გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG