Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმა-ატის ცენტრალურ ქუჩას ნურსულთან ნაზარბაევის სახელი მიანიჭეს


ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმა-ატის, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას მიენიჭა ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელი. იუწყებიან, რომ 30 ნოემბერს ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დმიტრი ფურმანოვის ქუჩას გადაერქვა სახელი და ნურსულთან ნაზარბაევის ხეივანი ეწოდა. ფურმანოვი იყო მწერალი - წითელი არმიის სამხედრო მეთაურზე, ვასილი ჩაპაევზე 1923 წელს გამოქვეყნებული რომანის ავტორი. ამავე წიგნის მიხედვით 1934 წელს გადაიღეს ფილმი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ნურსულთან ნაზარბაევი 1991 წლიდან დგას ნავთობით მდიდარი ყაზახეთის ხელისუფლების სათავეში. მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2015 წლის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც გააკრიტიკებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ქვეყანაში არ არსებობს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ზეწოლის ქვეშაა მედია, იდევნება ოპოზიცია.

XS
SM
MD
LG