Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის


დაპირისპირება ევრომაიდანზე, 2017 წლის 29 ნოემბერი
დაპირისპირება ევრომაიდანზე, 2017 წლის 29 ნოემბერი

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საპროტესტო აქციისას, როცა დემონსტრანტები აღნიშნავდნენ ევრომაიდანზე შეკრებილთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების მეოთხე წლისთავს, მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. 29 ნოემბერს პოლიციამ დაარბია დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კარვების აღმართვას ცდილობდნენ. დემონსტრანტები მოითხოვენ 2013 წლის 30 ნოემბერს სტუდენტი აქტივისტების ცემის გამოძიებას. 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო ევრომაიდნის საპროტესტო აქციები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ გადადო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და შეეცდება რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირის დამყარებას. საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ოპონენტებთან შეთანხმებას კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამის შემდეგ თანამდებობა დატოვა და რუსეთში გაიქცა.

XS
SM
MD
LG