Accessibility links

აშშ-ის მედიასაშუალებები შესაძლოა აღარ დაუშვან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განიხილავენ პარლამენტის ამ პალატაში აშშ-ის მედიასაშუალებების მუშაობის აკრძალვის საკითხს. ეს ცნობა გავრცელდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეარხს, RT-ს ჩამოერთვა აშშ-ის კონგრესის აკრედიტაცია. ამერიკელი ჟურნალისტებისათვის რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის აკრძალვის განხილვა არის მოსკოვის მორიგი ნაბიჯი, რომლითაც ის რეაგირებს შეერთებულ შტატებში რუსეთის მედიის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე და ზოგად დაძაბულობაზე დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობაში. სახელმწიფო სათათბიროს წევრის, ოლგა სავასტიანოვას განცხადებით, სათათბირო, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს ახალ კანონპროექტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG